saqarTvelos mwvervalebi - laquca

 

ლაქუცა (ლაქუცა-ლაარტყალი) - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების, მდინარეების ადიშისჭალისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4310 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. პირველი საბჭოთა ასვლა 1931 წელს შ. მიქელაძის ხელმძღვანელობით.